საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთევან ციხელაშვილის განცხადება ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე

2022 წლის 24 მარტს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
 
ელჩის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიას, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება, სასტიკი და დამანგრეველი შედეგები მოაქვს უკრაინელი ხალხისთვის.
ამ კუთხით, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებმა 3.5 მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქცია, ხოლო ოკუპირებულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში დარჩენილ მოსახლეობას უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში უწევს ცხოვრება.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.