საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ამ ფონზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. “საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მხრიდან  მიმდინარე, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგსა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ერთობლივი განცხადებები: https://www.facebook.com/mfageorgia/videos/300721612181333

ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3qHHvnh