საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კაირატ აბდრახმანოვის, ვიზიტი საქართველოში

11 აპრილს, საქართველოს ეწვია ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკთხებში, კაირატ აბდრახმანოვი.
 
ეს ბატონი აბდრახმანოვის პირველის ვიზიტია საქართველოში უმაღლესი კომისრის რანგში.
 
ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებთან.
 
შეხვედრებზე განხილულ იქნა ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს სხვდასხვა უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე.
 
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს წარმომადგენელს წლების მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, უმაღლესმა კომისარმა დადებითი შეფასება მისცა ქართული მხარის მიერ გატარებულ პოლიტიკას და დაადასტურა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. 
 
ვიზიტის ფარგლებში კაირატ აბდრახმანოვმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი ცხინვალის რეგიონში და გაეცნო ადგილზე არსებულ ვითარებას.
 
უმაღლესი კომისარი გაემგზავრა ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ეწვია ადგილობრივ სკოლას, ასევე, შეხვდა რეგიონში მოქმედი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კაირატ აბრახმანოვი და მისი თანმხლები დელეგაცია ქვეყანას 16 აპრილს დატოვებენ.