
ავსტრიული მხარის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, თბილისში იგეგმება ავსტრიის განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალი, 2022-2024 წლების სტრატეგიის ოფიციალური წარდგენა, რომლის ფარგლებში საქართველო კვლავ პრიორიტეტული ქვეყანაა. ხაზი გაესვა ავსტრიის კონტრიბუციას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის თვინინგის პროექტებში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავსტრიის ჩართულობა და მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ისტორიულ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა გულისხმობს.