საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელის, ტერეზა რიბეიროს ვიზიტი საქართველოში

28-29 აპრილს, საქართველოს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო სტუმრობდა.
ეს ქალბატონი რიბეიროს პირველი ვიზიტია საქართველოში ეუთო-ს წარმომადგენლის რანგში.
ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან, სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან და კომუნიკაციების კომისიის წევრთან, ივანე მახარაძესთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოში არსებული მედია გარემო, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.
ყურადღება გამახვილდა ეუთო-ს მედიის თავისუფლების წარმომადგენლის ოფისსა და საქართველოს სხვდასხვა უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე.
Insights ansehen
Beitrag bewerben
 
9