
ელჩი აღნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ დიდი ძალისხმევა გასწია ამ შესაძლებლობის უკან დასაბრუნებლად, რასაც ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგებიც მოწმობს. ევროკავშირთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგებს შორის არის - 2016 წელს ამოქმედებული ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს და ამავდროულად, მკაფიო გზავნილი და უკუგებაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.