საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქართულ საკვირაო სკოლებში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი, 4 და 5 ივნისს ვენაში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს ეწვია და მოსწავლეებისთვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ხატვის მასტერკლასებს დაესწრო.
ელჩი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის. ქეთევან ციხელაშვილმა მოსწავლეებს ასევე საელჩოს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
საელჩო მადლობას უხდის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებს გულთბილი მასპინძლობისთვის, აგრეთვე, ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს გია რიგვავას, გიორგი ოქროპირიძეს და ნათია კალანდაძეს ჩვენი პატარა თანამემამულეებისთვის საინტერესო და სახალისო მასტერკლასის ჩატარებისთვის!