საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფილმის ჩვენება აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, 5 აგვისტოს, საქართველოს საელჩოში გაიმართა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ I didn't Cross The Border, The Border Crossed me„ ჩვენება.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა. მან ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე, რის გამოც მოსახლეობისგან იცლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. ელჩმა გაიხსენა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის არაერთი ადამიანური ისტორია, რომელიც კარგად ასახავს ადგილობრივების ურთულეს ყოფას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელშიც პრიორიტეტული ადგილი უკავია ქვეყნის დეოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ავსტრიის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.