საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე იმსჯელეს

2022 წლის 2 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყების 14 წლისთავისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ იმსჯელეს.