საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის ჰიმნის 50 წლის იუბილე

14 სექტემბერს, ვახაუს ევროპის ფორუმის პრეზიდენტის, მარტინ აიხტინგერის მიწვევით, საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბადენში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ევროპის ჰიმნის 50 წლის იუბილეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების, აგრეთვე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ვახაუს ევროპის ფორუმის პრეზიდენტმა, მარტინ აიხტინგერმა და ქ. ბადენის მერმა, შტეფან სცირუჩეკმა.