2 ოქტომბერს, ავსტრიაში ქართული სათვისტომის ორგანიზებით, ქ. ვენის წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის სამრევლოში, აღევლინა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
პანაშვიდს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.