10 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა მომხსენებლის რანგში, მონაწილეობა მიიღო ისლანდიაში, ქ. რეიკიავიკში გამართულ სამშვიდობო ფორუმზე - „The Imagine Forum”. ელჩმა მთავარ პანელზე თავის გამოსვლაში ისაუბრა სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობის გამოცდილებასა და სამშვიდობო პოლიტიკის თემაზე.