საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთოსა და გაეროს ერთობლივი ღონისძიება

საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა დღეს, 20 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო ეუთოსა და გაეროს ერთობლივი პროექტის წარდგენის ღონისძიებაში, რომელიც აშშ-სა და გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს ფულის გათეთრების რისკების მართვის ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
ღონისძიების გახსნით ნაწილზე ხაზი გაესვა ეროვნული კანონმდებლობის გაძლიერების და საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მნიშვნელობას კრიპტოვალუტისა და ვირტუალური აქტივების სფეროში, ფულის გათეთრების რისკებთან გამკლავების მიზნით.
ეუთოსა და გაეროს ერთობლივი ღონისძიება ვენაში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.