საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროექტის “Increased regional added value in the tourism sectors of Georgia by Digital Heritage Tourism Guides” პრეზენტაცია ავსტრიის სავაჭრო პალატაში

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ავსტრიის სავაჭრო პალატაში გაიმართა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ დაფინანსებული პროექტის “Increased regional added value in the tourism sectors of Georgia by Digital Heritage Tourism Guides” პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, რომელიც განახორციელეს ავსტრიულმა კომპანიებმა beyondarts GmbH და World Vision Austria, დაინერგა ციფრული გიდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისა და სტუმარპასპინძლობის სფეროში არსებული სერვისების შესახებ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა. ელჩმა მადლობა გადაუხადა ავატრიულ მხარეს პროექტის განხორციელებისთვის და ისაუბრა ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ბოლო პერიოდში ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე.
სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა ახალაიამ, რომელმაც პრეზენტაცია წარადგინა საქართველოში ტურიზმის სექტორში არსებული შესაძლებლობებისა და ქვეყნის ძირითადი ტურისტული დანიშნულებების შესახებ.
საღამოს დასასრულს სტუმრებისთვის გაიმართა მცირე მიღება, რომელზეც მათ შესაძლელობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.