საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კარლჰაინც კოპფის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საქართველოს საელჩოს მოწვევით, 20-21 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია ავსტრიის პარლამენტის წევრი, ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) გენერალური მდივანი კარლჰაინც კოპფი. ვიზიტი შედგა ავსტრიის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტის პარალელურად.
კარლჰაინც კოპფმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან - ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან. ავსტრიელ პარლამენტარს საქართველოს პარლამენტში ასევე უმასპინძლეს ევროინტეგრაციის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა.
ქართველ კოლეგებთან შეხვედრებისას კარლჰაინც კოპფმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მისი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს.
შეხვედრებისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე, ბოლო წლებში განსაკუთრებულად გააქტიურებულ საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოტენციალს და უცხოური კომპანიებისთვის არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო პირობებს, რასაც ავსტრიულმა მხარემ უაღრესად დადებითი შეფასება მისცა.
აღსანიშნავია, რომ კარლჰაინც კოპფი, რომელიც საქართველოს გამორჩეული მეგობარი და მხარდამჭერია, 2014 წლის ივლისში, ავსტრიის პარლამენტის მეორე პრეზიდენტის რანგში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კარლჰაინც კოპფი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
Insights und Anzeigen ansehen
3