საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ტრეფიკინგი
სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
საკონტაქტო ინფორმაცია
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქ. ლოძში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მისცეს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვედეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
შეხვედრაზე მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. ხაზი გაესვა კომისიის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსსაც. მინისტრმა კოლეგას ნატო-ს წევრობის კანდიდატობა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი ალიანსს ახლო მომავალში შეუერთდება.
მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობას მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, შვედეთის მხარდაჭერას ეუთო-ს ფარგლებში.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი