საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო–ს თავმჯდომარეობის სამეულის – შვედეთის, პოლონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის – ერთობლივი განცხადება

2022 წლის 1–2 დეკემბერს გამართული ეუთო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასკვნით სესიაზე გაკეთდა ეუთო–ს თავმჯდომარეობის სამეულის – შვედეთის, პოლონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის – ერთობლივი განცხადება. 

განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. 

თავმჯდომარეობის სამეულის განცხადებაში საუბარია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, მის გავლენაზე რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე და უკრაინის მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერაზე.

https://www.osce.org/chairmanship/533471