საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

10-11 იანვარს, ქ. ვენაში გაიმართა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური ფორუმი.

 საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. ორ დღიან ფორუმს სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ასევე სხვადასხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის მაღალი დონის სესიაზე - „ინტერვიუ მოწვეულ მინისტრებთან“. მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კოვიდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის რეაბილიტაციის ტენდენციებზე, პანდემიისა და უკრაინაში ომის გავლენებზე ეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებზე და სხვა რისკ ფაქტორებზე, ასევე, არსებული გამოწვევების საპასუხოდ და რისკების შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ფორუმის ფარგლებში ცენტრალური ბანკის მმართველთა ორ სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონეტარული პოლიტიკის თემებს დაეთმო. მან მიმოიხილა ინფლაციური მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გლობალური გამოწვევების ფონზე, და ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, რისკები და შესაძლებლობები. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
Euromoney-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის ფარგლებში "Raiffeisen Bank International"-ის ორგანიზებით, შედგა ინვესტორებთან შეხვედრა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ ერთობლივი პრეზენტაცია წარადგინეს.
See insights and ads
All reactions:
5