საკონსულო ოლქის შემოვლა ტიროლის ფედერალურ მიწაზე ქალაქ ინსბრუკში, 14-15 ივნისი 2024
საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 14-15 ივნისს ქ. ინსბრუკში დაგეგმილია საკონსულო შემოვლა, საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.
მოქალაქეთა მიღება გაიმართება პარასკევს, 14 ივნისს (14:00–18:00 სთ) და შაბათს, 15 ივნისს (10:00-14:00 სთ) წინასწარი ჩაწერით, შემდეგ მისამართზე: Mitterweg 24; 6020 Innsbruck (Science Park).
ვიზიტზე ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ფორმულარი: https://forms.gle/GkEVa71GEsAWbXq97
დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე - www.geoconsul.gov.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საელჩოს საკონსულო სამსახურში: 01 710 36 11 (ყოველ დღე 10:00-17:00) ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]