საქართველოს დელეგაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალურ კონფერენციას ესწრება
2023 წლის 25-დან 29 სექტემბრის ჩათვლით ვენაში იმართება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალური კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 177 დელეგაცია მონაწილეობს.
67-ე გენერალურ კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენენ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქეთევან ციხელაშვილი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალური კონფერენცია ეძღვნება სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.