Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ძვირფასო მოქალაქეებო,

საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

სამინისტრო მისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ზრუნავს, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლების რეალიზება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამოქმედდა საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი:

https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უკვე აქვთ შესაძლებლობა, მარტივად გადაამოწმონ მათი საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი და სურვილის შემთხვევაში, დროულად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა მათი მონაცემები აისახოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის, რამდენიმე ფორმით შეუძლიათ:

  • გამარტივებულად, ვებ-გვერდის მეშვეობით: https://geoconsul.gov.ge/consular-registration/;
  • წინასწარ დანიშნულ დროს საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით.
  • საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

ვრცლად, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საკონსულო მომსახურების პორტალის შესაბამის გვერდზე.

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა!

 

ამასთან, გვსურს გამოვეხმაუროთ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტური განხორციელების მექანიზმების შექმნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, რაც მისი პირადი განცხადებით ხდება და არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა, რისთვისაც არსებობს კონკრეტული საფუძვლები, არავითარ კავშირშია მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებთან.

საკონსულო აღრიცხვიდან მოქალაქე შეიძლება მოიხსნას სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის: 

  1. მოქალაქეობის შეწყვეტა;
  2. საკონსულო აღრიცხვის ქვეყნის შეცვლა;
  3. ყალბი დოკუმენტების წარდგენა;
  4. პირადი განცხადება, გარდაცვალება;
  5. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
  6. პირი, რომელსაც გაუუქმდა პირადი ნომერი;
  7. პირი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ დაუტოვებია ქვეყანა;
  8. პირი, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისათვის საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა;

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შემოსვლიდან 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის მიზეზით საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი შესაძლოა გახდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ სხვადასხვა პასპორტით გადაადგილება, რა დროსაც არ ხდება იმ მონაცემთა სინქრონიზაცია, რომელსაც მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით გადასცემს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას და რომელიც მას უფიქსირდება უცხოურ პასპორტში, განსაკუთრებით სახელისა და გვარის ტრანსლიტერაციის კუთხით.

________________________________________________________________________________________________________________________________

                                   

________________________________________________________________________________________________________________________________

                                   

_______________________________________________________________________________________________________________________________

ხშირად დასმული შეკითხვები

  • როგორ მივიღოთ საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა?
    არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, რომ იმყოფებოდეთ საკონსულო აღრიცხვაზე.

  • როგორ გადავამოწმო ვარ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე?
    გადაამოწმეთ თქვენი მონაცემები საკონსულო აღრიცხვის შესახებ შემდეგ ბმულზე                                https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry

  • როგორ დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე?

    • საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია: https://geoconsul.gov.ge/consular-registration/

    • საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით;

    • საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

  • შესაძლებელია თუ არა ჩემს მიერ საკონსულო აღრიცხვაში მითითებული ოლქის ნაცვლად სხვა ოლქში მივიღო მონაწილეობა არჩევნების პროცესში?
    ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ოლქში, რომელშიც დგახართ საკონსულო აღრიცხვაზე.

  • ვარ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, თუ საკონსულო დაწესებულებას რაიმე სახის მომსახურეობაზე უკვე მივმართე?
    გაითვალისწინეთ, რომ სხვა საკონსულო მომსახურების მიღებისას არ ხდება თქვენი ავტომატურად საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და ამისათვის საჭიროა ცალკე პროცედურების გავლა.

  • ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რა დოკუმენტაცია მესაჭიროება?
    არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ვადიანი/მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტით ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობით (ID ბარათი).

  • შესაძლებელია თუ არა სხვის მაგივრად მივიღო ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა?
    საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.

  • შემიძლია თუ არა დისტანციურად მივიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში ან ჩემმა მინდობილმა პირმა?
    ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანზე გამოცხადებით პირადად.

  • სად შეიძლება გავეცნო ინფორმაციას არჩევნების შესახებ?
    გთხოვთ თვალი ადევნოთ არჩევნებთან დაკავშირებით განახლებად ინფორმაციას ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში.

  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში ვის დავუკავშირდეთ?
    საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

  • რა ასაკიდან არის დასაშვები ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება?
    საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლიდან.

  • ხმის მიცემის მიზნით, რომელ რიცხვამდე შემიძლია დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე?
    საარჩევნო მიზნებისთვის, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 8 ოქტომბრისა.

  • 26 ოქტომბრის პერიოდში დროებით მიწევს უცხოეთში გამგზავრება, შემიძლია თუ არა საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცესში მივიღო მონაწილეობა, თუ არ ვარ საკონსულო აღრიცხვაზე?
    საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების პერიოდში უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და სურს ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება, მას შემდეგ რაც უკვე გაიხსნება საარჩევნო უბანი, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიას, საკონსულო დაწესებულებას ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას არაუგვიანეს 7 ოქტომბრისა.

  • რა შემთხვევებში შეიძლება მეთქვას უარი საკონსულო აღრიცხვაზე?

    • მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

      • მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;

      • მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;

    • ვებგვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, უარი შეიძლება ითქვას, თუ:

      • განაცხადში მითითებული მონაცემებით შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება; 

      • არ არის წარმოდგენილი ფოტოსურათი;
      • ვერ დგინდება განმცხადებლის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი.

 

საპარლამენტო არჩევნები 2024