Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესა და მის ავსტრიელ კოლეგებს შორის

25 სექტემბერს, ქალაქ ვენაში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის კლიმატისა და გარემოს დაცვის ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან, ჰერბერტ კასერთან და ცირკულარული ეკონომიკისა და გარემოს დაცვის დირექტორატის ხელმძღვანელთან, ქრისტიან ჰოლცერთან.
 
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ავსტრიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ნარჩენების გადამუშავების პროცესში. შეხვედრის ფარგლებში ავსტრიელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და სამოქმედო სტრატეგიის შესახებ. საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ქართული ღვინის წარმოება გახლდათ ერთ-ერთი სასაუბრო თემა მხარეებს შორის.
 
თავის მხრივ, ავსტრიულმა მხარემ ქართველ კოლეგებს ექსპერტული ცოდნის გაზიარების თაობაზე სრული მზაობა და მხარდაჭერა აღუთქვა.
 
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი, აგრეთვე სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების: ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები.