Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე

2024 წლის 14-17 მარტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვენაში გამართულ მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე. 
 
გამოფენის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ავსტრიის ეკონომიკისა და შრომის ფედერალურ სამინისტროში ტურიზმის სახელმწიფო მდივანთან, სუზანე კრაუს-ვინკლერთან და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ასტრიდ შტეჰარნიგ-შტაუდინგერთან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოსთვის ტურიზმის მნიშვნელობასა და უკანასკნელ წლებში ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი. აღინიშნა ტურიზმის სფეროში ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა და ავსტრიულ მხარესთან ამ მხრივ თანამშრომლობს გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტურიზმის განვითარების თანამედროვე სტრატეგიები.
 
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის, მედიასთან, ტურ-ოპერატორებთან, ასოციაციებთან და ბლოგერებთან. შეხვედრების განმავლობაში ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის საჰაერო მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას და ამ მხრივ, აღინიშნა მიმდინარე წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება.
 
შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, მრჩეველი, ნიკა მაღრაძე და კონსულტანტი, ნინა ბაუსბეკი.