საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრე მაისურაძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
2024 წლის 21 ოქტომბერს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ალექსანდრე მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის საქართველოს საკოორდინაციო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ერვინ კუნცისთან.
ალექსანდრე მაისურაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებების ხელშეწყობის კუთხით.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (Austrian Development Agency/ADA) გაწეული საქმიანობის მნიშვნელობასა და როლზე არაერთი მიმართულებით, მათ შორის: მდგრადი სოფლის მეურნეობის განივთარების, სამთო ტურიზმისა და მეწარმეობის, ადგილობრივ თვიმმართველობათა ინკლუზიურობის ზრდის, სატყეო სფეროს მხარდაჭერის და სხვა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსთვის შემუშავებული 2022-2024 ჩარჩო სტრატეგიის მიხედვით შესრულებელი პროექტები. ალექსანდრე მაისურაძემ იმედი გამოთქვა, რომ სააგენტო უწყვეტად განაგრძობს ახალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას 2025-2027 წლებით გაწერილი გეგმის მიხედვით.
ავსტრიულმა მხარემ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთანავე, გამოხატულ იქნა სააგენტოს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების და მომდევნო წლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.