Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

რწმუნებათა სიგელის გადაცემა ქ. ვენაში გაერთიანებული ერების ოფისის გენერალურ დირექტორთან

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, ალექსანდრე მაისურაძემ ქ. ვენაში გაერთიანებული ერების ოფისის გენერალურ დირექტორს, ღადა ვალის რწმუნებათა სიგელი გადასცა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაერო-სა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და მისი გაღრმავების პერსპექტივებს.