Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქალაქ ვენაში

10 ივნისს, ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური მიღება გაიმართა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 10 ივნისს ქალაქ გრაცში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
 
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ და ავსტრიის რესპუბლიკის საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა, ელჩმა, მაქსიმილიან ჰენიგმა.
 
სიტყვით გამოსვლისას აღინიშნა 107 წლის წინ აღდგენილი დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და 1918-1921 წლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებებისადმი. ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართულ-ავსტრიული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, რა დროსაც ხაზი გაესვა მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტსა და მის ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრას. აღინიშნა საქართველოს როლი, მჭიდროდ ითანამშრომლოს ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ელჩმა, მაქსიმილიან ჰენიგმა ყურადღება გაამახვილა ქართულ-ავსტრიული ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგის პოზიტიურ დინამიკასა და მისი გაღრმავების პოტენციალზე.
 
ღონისძიებაზე ქალაქ გრაცის ქართული დიასპორის წევრებმა შეასრულეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები, ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები, აგრეთვე, საღამოზე წარდგა ბავშვთა ცეკვის ანსამბლი „გელათი“, რომელიც სამი წლის წინ დაფუძნდა ქ. ვენაში.
 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველო-ავსტრიის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი გამოფენა, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ავსტრიის ეროვნულ არქივში დაცულ ისტორიულ მასალებს, მათ შორის, ავსტრიის მიერ 1918 წ. 17 თებერვალს საქართველოს დე-იურე აღიარების დოკუმენტსა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ავსტრიის რესპუბლიკაში წარგზავნილი პირველი წარმომადგენლის, გიორგი მაჩაბელის საქმიანობის დამადასტურებელ ცნობებს.
 
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეუთოსა და ვენაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მაღალი რანგის სტუმრები, ვენაში აკრედიტებული დიპლომატები, ავსტრიის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს წევრები, ბიზნესის, კულტურის სფეროსა და დიასპორის წარმომადგენლები.