Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროკავშირის საკითხთა ფედერალური მინისტრის აპარატის უფროსთან, ელჩ კლემენს მაიერ-ჰართინგთან

2024 წლის 12 მარტს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროკავშირის საკითხთა ფედერალური მინისტრის აპარატის უფროსთან, ელჩ კლემენს მაიერ-ჰართინგთან.

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიული მხარის, მათ შორის, პირადად ევროკავშირის საკითხთა ფედერალური მინისტრის, კაროლინე ედშტადლერის მიმართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერასთან დაკავშირებით მადლიერება გამოთქვა. აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტიური დინამიკა მიმოიხილეს.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა გასული წლის დეკემბერში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის აქტუალურ დღის წესრიგზე.

შეხვედრის დასასრულს, ავსტრიულმა მხარემ საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.