Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს ელჩის შეხვედრა ავსტრიის ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროში გენერალურ მდივანთან

2025 წლის 27 ივნისს საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ, ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის ფედერალურ სამინისტროში შეხვედრა გამართა გენერალურ მდივანთან, სევერინ გრუბერთან.
 
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი აქტუალური დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ავსტრია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე.
საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და, ამ კონტექსტში, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხელშემწყობ ნაბიჯებზე.