Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

რწმუნებათა სიგელის გადაცემა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორთან

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, ალექსანდრე მაისურაძემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს, რაფაელ მარიანო გროსის რწმუნებათა სიგელი გადასცა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის არსებულ წარმატებულ ურთიერთანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.