Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

რწმუნებათა სიგელის გადაცემა ეუთოს გენერალურ მდივანთან

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, ალექსანდრე მაისურაძემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მომავალში მისი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

📷©️OSCE/Elifnaz Kabalci