Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ავსტრიის ავიახაზები ვენიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

2024 წლის 1 მაისს შესრულდება პირველი განახლებული ფრენა ვენიდან თბილისის მიმართულებით, რომელსაც ოპერირებას ავსტრიის ავიახაზები გაუწევს. 


ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენების განახლება წაახალისებს ტურიზმს და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და ინვესტიციების მოზიდვას.


ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების მნიშვნელობას და მის მზარდ დინამიკას, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის როლსა და მის შესაძლებლობებზე. ამასთანავე,  საქართველოს ელჩმა ეს გადაწყვეტილება ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების ჭრილში გამორჩეულად დადებითად შეაფასა. 
ავსტრიის ავიახაზების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური გაყიდვების  დირექტორმა  შტეფან ლინჰარტმა მზარდი ავიამიმოსვლისა და ქართველი ვიზიტორებისთვის ვენიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაკავშირებადობის  პოტენციალზე ისაუბრა. შტეფან ლინჰარტმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა სხვადასხვა სფეროში, აგრეთვე, ხაზი გაუსვა კულტურათა შორის დიალოგისა და ეკონომიკური კავშირების მხარდაჭერის მნიშვნელობას. 


ავსტრიის ავიახაზები პირდაპირ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს.