Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მუსიკალური ღია გაკვეთილი ქ. გრაცის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლაში „იმედი“

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 26 ივნისს ცნობილი ქართველი მომღერალი დათო კენჭიაშვილი და ჯგუფ „ექსპერიმენტის“ მუსიკოსები, ელჩის ქეთევან ციხელაშვილისა და საელჩოს წარმომადგენლების თანხლებით, ქალაქ გრაცში მოქმედ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლას „იმედი“ ესტუმრნენ, სადაც ამავე სკოლასთან არსებული საბავშვო ანსამბლის წევრებს, მასწავლებლებსა და ბავშვების მშობლებს შეხვდნენ.
 
დათო კენჭიაშვილის, ჯგუფ „ექსპერიმენტის“ წევრებისა და გრაცის საკვირაო სკოლის ანსამბლის მასწავლებლებისა და წევრების მონაწილეობით გაიმართა მუსიკალური ღონისძიება, რომლის დროსაც ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერები შესრულდა.
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა გრაცის საკვირაო სკოლის, მასწავლებლებისა და საბავშვო ანსამბლის განსაკუთრებული წვლილი როგორც ავსტრიაში ქართული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნების, ისე ავსტრიულ საზოგადოებაში ქართული მუსიკალური ხელოვნების გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში. ელჩმა ასევე საკვირაო სკოლა „იმედის“ მასწავლებელს ეკა ბალიაშვილს, რომელიც ახლო მომავალში ოჯახთან ერთად საქართველოში ბრუნდება, გაწეული ღვაწლისათვის მადლობის სიგელი გადასცა, ხოლო მისი საქმის გამგრძელებლებს წარმატებები უსურვა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, თამთა კინწურაშვილი და საელჩოს დიპლომატები.