საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს საგარეო საქმეთა გენერალურ დირექტორთან
2023 წლის 24 ნოემბერს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლაუს მარშიკთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და უახლოესი პრიორიტეტები, აგრეთვე, ყურადღება დაეთმო რეგიონულ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის თვალსაზრისით.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ, ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე. ამას გარდა, ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენ ქვეყანასთან მთელ რიგ სფეროებში პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის, ისევე როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ