ალექსანდრე მაისურაძის გაცნობითი შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორთან
2024 წლის 19 ნოემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრე მაისურაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველ დირექტორთან, ფრიდრიხ შტიფტთან.
მხარეები მიესალმნენ ADA-ს მრავალწლიან და წარმატებულ საქმიანობას საქართველოში. ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა სააგენტოს ხედვა საქართველოსთან მიმართებით, რომლის თანახმად საქართველო ADA-სთვის კვლავ პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. თავის მხრივ, ფრიდრიხ შტიფტმა ქართულ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილებას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის დინამიკის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები.