საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ავსტრიული კომპანია Andritz Hydro წარმომადგენლებთან
2025 წლის 22 იანვარს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ავსტრიული კომპანია Andritz Hydro-ის წარმომადგენლებთან: ბაზრის მართვისა და კორპორატიული კომუნიკაციების მიმართულებით უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდერ შვაბთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ნორბერტ შვარცთან.
გაცნობით შეხვედრაზე ავსტრიულმა მხარემ ალექსანდრე მაისურაძეს საერთაშორისო დონეზე კომპანიის საქმიანობა გააცნო, აგრეთვე, მიმოხილულ იქნა კომპანიის მიერ საქართველოში მრავალწლიანი მოღვაწეობის წარმატებული მაგალითები და განხორციელებული პროექტები.
ალექსანდრე მაისურაძემ ავსტრიულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და კომპანიის წარმომადგენლებთან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. მხარეებმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
Andritz Hydro ავსტრიული კონცერნის Andritz AG-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ენერგიტიკის მიმართულებით სისტემების წამყვანი მიმწოდებელია.