Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველო ვენის გასტრონომიულ გამოფენაზე - Genusmesse 2023

17 სექტემბერს, ქალაქ ვენის ისტორიულ დარბაზ კურსალონში, Gault & Millau Austria ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური გასტრონომიული გამოფენა - Genusmesse 2023. საელჩოს მხარდაჭერითა და Gault & Millau Georgia ჩართულობით, სპეციალური სტუმრის სტატუსით ავსტრიელ შეფებთან ერთად წელს პირველად წარდგა საქართველოს წარმომადგენლობა.
 
დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული სამზარეულოსა და ღვინის უნიკალურობას, აგრეთვე, მადლიერება გამოხატა მასპინძელი მხარისა და ქართული წარმომადგენლობის მიმართ.
 
ღონისძიების ფარგლებში, შეფებმა: ქეთევან ბაქრაძემ და გურამ ბაღდოშვილმა დამსწრე სტუმრებისთვის კულინარიული მასტერკლასები გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გასტრონომიული სფეროს წამყვანი ავსტრიელი და საერთაშორისო ვიზიტორები. სტუმრებს, ქართული კერძების გარდა, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგომვნებინათ ქართული ღვინო.