Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გააკეთა

2023 წლის 8 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ იმსჯელეს.


სხდომაზე, ტრადიციულად, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა. ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სახელით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეგობართა ჯგუფი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას.


საქართველოს მეგობართა ჯგუფი გმობს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიას და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გამო.

ჯგუფი განცხადებაში ასევე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.  


ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით.


საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - გაიყვანოს სამხედრო ძალები, დაუშვას ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარება და არ შეუშალოს ხელი ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, ასევე, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.


მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს საქართველოში ეუთო-ს მისიის კვლავაც გახსნისკენ.


სხდომის ფარგლებში გაკეთდა ასევე ევროკავშირის (რომელსაც ასევე მიუერთდა ჩრ. მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, ანდორა და სან მარინო) მხარდამჭერი განცხადება, რომელშიც წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა. 


ეროვნული განცხადებები გააკეთეს ასევე უკრაინის, თურქეთისა და მოლდოვას დელეგაციებმა.