Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 2024 - საქართველოს ელჩი „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებს“ შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების“ წარმომადგენლებს დედაქალაქიდან და იმერეთის რეგიონიდან, რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაცნობითი სასწავლო პროგრამით სტუმრობენ.
ელჩმა ახალგაზრდა დიპლომატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიულ გზაზე, 26 მაისის მნიშვნელობასა და მის დატვირთვაზე ესაუბრა. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, 106 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუციის პრინციპები და პროგრესული ხედვა გამოძახილი იყო ქართველი ერის კულტურის, თვითმყოფადობისა და იმ ღირებულებების ერთგულებისა, რომელიც მაშინაც და დღესაც განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ იდენტობას და შესაბამისად, მისწრაფებას - საქართველომ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი ევროპულ ოჯახში.
ლექციის შემდგომ, საქართველოს ელჩმა ახალგაზრდებს საელჩოს მუშაობის და დიპლომატებს საქმიანობის სპეციფიკა საელჩოს დიპლომატებთან ერთად გააცნო. შეხვედრის ბოლოს კი მოზარდებმა საქართველოს ელჩს თავისუფლების თემაზე შექმნილი საკუთარი ნამუშევრები წარმოუდგინეს.