საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2026 წლის 8 ივნისს, ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ სიტყვით მიმართვისას ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ დატვირთვას, თავისუფლების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას, ასევე დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებას. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ფოლკლორულმა ანსამბლმა "მელოფონია", რომელმაც შეასრულა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკის აღმასრულებელი, საკანონმდებლო, და ფედერალური მიწების ხელისუფლების წარმომადგენლები; ასევე, ეუთოსა და ვენაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის სტუმრები, ვენაში აკრედიტებული დიპლომატები, ბიზნესის, კულტურის სფეროს, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
