- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ალექსანდრე მაისურაძე
ალექსანდრე მაისურაძე
დაბადების თარიღი და ადგილი
1973 წლის 6 სექტემბერი, ქ. თბილისი
პროფესიული გამოცდილება
07/03/2025 - დღემდე - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
16/10/2024 - 07/03/2025 - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2020 - 2024 - ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
05/2015 - 07/2020 - ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი.
02/2012 - 05/2015 - მუშაობდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ.
2008 - 2012 - ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე.
2005 - 2008 - მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2008 წელს დაწინაურდა ამავე დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
07/2004 - 01/2005 - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი.
1998 - 2004 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე: ატაშედ, მეორე მდივნად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ და სამმართველოს უფროსად.
განათლება
1998 - დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
1995 - დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მცენარეთა სელექცია და გენეტიკის სპეციალობით.
დიპლომატიური რანგი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი