ტრეფიკინგთან ბრძოლა
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.
ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (www.atipfund.gov.ge), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.
ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:
რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:
თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.
გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.
ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.
წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია.
მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.
თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.
გახსოვდეთ!
დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.
თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:
თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში
საკონსულო განყოფილება:
მდებარეობა: ვენა, ავსტრია
მისამართი: Rudolfsplatz 2/8, A - 1010 Wien, Österreich
ტელეფონი : + 43 1 710 36 11
E-Mail : vienna.emb@mfa.gov.ge
კონსული - შორენა წიკლაური (მობ: +43 676 3259839. ელექტრონული ფოსტა: shtsiklauri@mfa.gov.ge)
ავსტრიის რესპუბლიკაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები:
Republic of Austria
Ministry for European and International Affairs
Ambassador Ms. Elisabeth Tichy-Fisslberger
Director General, National Coordinator on Combating Human Trafficking
Head of the Legal and Consular Section
Minoritenplatz 8, 1014 Vienna
Telephone: +43(0)501150-3887
E-Mail: abtiv.4@bmeia.gv.at
Website: http://www.bmeia.gv.at/en/foreign-ministry/metanavigation/contact.html
Federal Ministry of the Interior/Criminal Intelligence Service Austria
Central Service Combating Alien Smuggling and Trafficking in Human Beings
Telephone: +43 (0)1 24836 85383, Fax: +43 (0)1 24836-85394
E-mail: humantrafficking@bmi.gv.at
Website: http://www.bmi.gv.at
Crisis centre for victims of child trafficking run by the city of Vienna (Drehscheibe Wien)
Telephone: +43 1 33134 20397
E-mail: drehscheibe@ma11.wien.gv.at
Website: http://www.wien.gv.at/menschen/magelf
THB-Hotline: The Austrian Ministry of the Interior has introduced a THB-Hotline:
Human Trafficking - Hotline in CIS
Information about human trafficking by telephone
+43 1 24836 85383 (24/7)
or by E-Mail
humantrafficking@bmi.gv.at
Organisations and institutions
ECPAT Austria
Graumanngasse 7/C-2
A - 1150 Wien/Vienna
Tel & Fax: +43(0)1 293 16 66
Email: winkler@ecpat.at & info@ecpat.at
Web: www.ecpat.at
Footprint für Betroffene des Frauenhandels
Phone: 01 - 920 85 86
Email: office@footprint.or.at
Website: http://www.footprint.or.at/index.php/en/
Herzwerk Wien
Email: herzwerk.office@gmail.com
Website: http://www.herzwerk-wien.com/
IOM Österreich (IOM - International Organization for Migration in Austria)
Nibelungengasse 13/4, 1010 Vienna
Telephone: +43 1 585 33 22
Website: http://www.iomvienna.at
LEFÖ-IBF
Interventionsstelle für Betroffene des Frauenhandels
Lederergasse 35/ 12-13
1080 Wien
Tel: +43 (0)1-79 69 298
Fax: +43 (0)1-79 69 298 21
Email: ibf@lefoe.at
Web: www.lefoe.at
Ludwig Boltzmann Institute of Human Rights
Freyung 6, 1. Hof, Stiege II (Schottenstift), 1010 Vienna
Telephone: +43 1 4277 27420
E-mail: bim.staatsrecht@univie.ac.at
Website: http://bim.lbg.ac.at
MEN Männergesundheitszentrum im SMZ Süd
Kundratstraße 3 - 1100 Wien
www.men-center.at
Tel.: +43-1-60191-5454
E-Mail: kfj.men@wienkav.at
UNDOK – Verband zur gewerkschaftlichen Unterstützung
undokumentiert Arbeitender
ÖGB (Catamaran)
Lift D, 1. Stock, Raum 1913
Johann-Böhm-Platz 1
1020 Wien
Email: office@undok.at
Telefon: +43-1-53444
Website: http://undok.at/39040
ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.
ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.
დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
(+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;
( + 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;
ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge.
იხილეთ მიმაგრებული ფაილი
იხილეთ ტრეფიკინგთან დაკავშირებით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ბროშურები:
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა -
http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო
- http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა
http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba;
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
- http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news.
- საქართველოს მთავარი პროკურატურა
- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44
- სახელმწიფო ფონდი http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43
- სამოქმედო გეგმა - სამოქმედო გეგმა http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42
- ეროვნული რეფერალური მექანიზმი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38
- საერთაშორისო თანამშრომლობა http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14
ასევე იხილეთ ევროპის კომისიის ვებგვერდის ბმული, სადაც მოცემულია ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ანგარიშები/სამოქმედო მექანიზმები ტრეფიკინგის საკითხებთან მიმართებაში.
- https://ec.europa.eu/anti-trafficking/member-states/
ავსტრიის რესპუბლიკა: https://ec.europa.eu/anti-trafficking/search/site/Austria_en