Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 10 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ კუთხით ასამბლეის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.