საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 6-9 ივლისს ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. ვენის წმ. კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, იღუმენ ილიას (ჩადუნელი) ორგანიზებით, ვენის, ინსბრუკის, ლინცისა და გრაცის მართლმადიდებლურ ეკლესიებში პარაკლისები აღევლინა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოელოცათ სიწმინდეები. ასევე, გაიმართა შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იყო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმები.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ასევე ეწვია მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალურ კომპლექსს, სადაც დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
