ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ჯგუფ „ბზიკებს“ უმასპინძლა
2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.
8 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ჯგუფ „ბზიკებს“ უმასპინძლა. შეხვედრას ავსტრიის სხვადასხვა მიწიდან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე, ქ. ვენის წმ. კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი ილია (ჩადუნელი) ესწრებოდნენ.
„ბზიკები“ ასევე ესტუმრნენ საქართველოს მხარდასაჭერად გახსნილ “ფან-კაფეს” და გულშემატკივრებს შეხვდნენ.
ჯგუფი „ბზიკები“ საბავშვო ევროვიზიის საქართველოს პირველი გამარჯვებულები არიან.
2026 წლის ევროვიზიის 70-ე საიუბილეო კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი - ვენა მასპინძლობს.
საქართველოს საელჩო ქართველ შემსრულებლებს წარმატებებს უსურვებს.

