Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2026 წლის 16 სექტემბერს ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) პირველი სხდომა გაიმართა გაერთიანებული სამეფოს თავმჯდომარეობით

2026 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) პირველი სხდომა გაერთიანებული სამეფოს თავმჯდომარეობით.
 
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ, გაერთიანებულ სამეფოს მიულოცა ფორუმის თავმჯდომარეობის გადაბარება და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სამუშაო პროგრამას. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების ვითარებაზე.
 
„რუსეთი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო სამხედრო ოკუპაციას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ჰელსინკის პრინციპების მკაფიო დარღვევას“ - აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.
 
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას და დაადასტურა უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობს პატივისცემა. „აღნიშნული პრინციპები სრულად უნდა იქნას დაცული, ხოლო მათი ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ან საზღვრების ძალისმიერი გადასინჯვა არ უნდა იქნას დაშვებული” - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
 
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 13 აპრილიდან 4 სექტემბრამდე საქართველო თავმჯდომარეობდა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმს. საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის პრინციპების შესაბამისად.