Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის თაობაზე

2026 წლის 26 მარტს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ გააკეთა განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის თაობაზე.
 
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებაზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) რეგულარულად გამართვის მნიშვნელობაზე.