Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის შტირიის ფედერალურ მიწაზე

2026 წლის 4-5 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიის შტირიის ფედერალურ მიწაზე.
 
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრები გამართა შტირიის მიწის გუბერნატორთან მარიო კუნასეკთან, მიწის ადგილობრივი პარლამენტის (ლანდტაგის) პრეზიდენტთან გერალდ დოიჩმანთან, ქ. გრაცის მერთან ელკე კართან, ადგილობრივი სავაჭრო/ეკონომიკური პალატის დირექტორთან კარლ-ჰაინც დერნოშეკთან და პალატასთან არსებული ინტერნაციონალიზაციის ცენტრის დირექტორთან, კარლ ჰარტლებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს, კერძოდ კახეთის რეგიონსა და შტირიის მიწას შორის არსებულ ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას, მისი გაღრმავების სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს.
 
ელჩმა შეხვედრები ასევე გამართა გრაცის უნივერსიტეტის რექტორთან პეტერ რიგლერთან, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორთან პეტერ მოზერთან, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლეობენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში, ავსტრიაში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.