Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე მაისურაძის სამუშაო ვიზიტი ზემო ავსტრიის ფედერალურ მიწაზე

2026 წლის 13-14 მარტს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ სამუშაო ვიზიტი გამართა ზემო ავსტრიის ფედერალურ მიწაზე.
 
ვიზიტის ფარგლებში ელჩის შეხვედრები შედგა ფედერალური მიწის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის გუბერნატორთან თომას შტელცერთან, რეგიონული პარლამენტის (Der OÖ Landtag) თავმჯდომარესთან მაქს ჰიგელსბერგთან და ქ.ლინცის ვიცე-მერთან, კარინ ლაიტნერთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე, რეგიონულ დონეზე სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
 
ელჩმა შეხვედრა ასევე გამართა რეგიონის სავაჭრო პალატის ეკონომიკური პოლიტიკას და საგარეო ვაჭრობის ხელმძღვანელთან, რობერტ ლაიტნერთან. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის ფართო სპექტრზე.
 
ვიზიტის ფარგლებში ელჩი დაესწრო საღმრთო ლიტურგიას, რომელიც ქ. ვენის წმ. კეთილმსახურ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა იღუმენმა ილიამ (ჩადუნელი) აღავლინა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ელჩმა შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.