Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2026 წლის 10 მაისს მაუთჰაუზენში ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 81-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2026 წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ მსხვერპლთა ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ქართულმა დელეგაციამ მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
 
მაუთჰაუზენსა და მის ახლო მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალურ დაფასთან მამა არსენმა მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა